წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „თ.ზ.დ."-ს (შემდგომში შპს „თ.ზ.დ." ან tzd.ge) შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ვინაიდან მომხმარებელს აქვს სურვილი, მოახდინოს წინამდებარე პლატფორმაზე პირადი ანგარიშის აქტივაცია, შემდგომში პროდუქციის შეძენის მიზნით, წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს მხარეთა ურთიერთობის მარეგულირებელ დოკუმენტს.

პლატფორმაზე მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაციით/აქტივაციით, მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე დოკუმენტში განსაზღვრულ წესებსა და პირობებს. შპს „თ.ზ.დ." უფლებას იტოვებს კანონმდებლობის დაცვით, ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში.

1. ტერმინთა განმარტებები

1.1. მომხმარებელი/კლიენტი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც სავაჭრო/სახელშეკრულებო ურთიერთობა აქვს გამომცემლობასთან.

1.2. ნივთი/საქონელი – ნებისმიერი ნივთი, რომელიც მომხმარებელმა შეიძინა/შეიძენს დისტანციურად.

1.3. დისტანციური ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც დაიდო კომპანიასა და მომხმარებელს შორის სავაჭრო ობიექტის გარეთ, კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე.

1.4. ხელშეკრულებიდან გასვლა − მომხმარებლისგან ხელშეკრულებაზე უარის თქმა კომპანიის ნივთის უკან დაბრუნების გზით, ხოლო კომპანიის მიერ გადახდილი თანხის მომხმარებლისთვის უკან დაბრუნება.

1.5. ნაკლის მქონე ნივთის ჩანაცვლება – იგივე ან მსგავსი ნივთით ნაკლიანი საქონლის ჩანაცვლება ან ამ ნაკლის უსასყიდლოდ შეკეთება.

1.6. პერსონალური მონაცემი − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება.

1.7. მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება გამომცემლობის მიერ.

2. რეგისტრაცია და ანგარიშის აქტივაცია

tzd.ge-ს მომსახურებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა უნდა განახორციელოს tzd.ge-ზე მომხმარებლის ავტორიზაცია/რეგისტრაციის პროცედურა და შესაბამისად მოახდინოს პირადი ანგარიშის აქტივაცია.

2.1. რეგისტრაციისთვის მომხმარებელი უთითებს სახელს, გვარს, მისამართს და ტელეფონის ნომერს.

2.2. რეგისტრაციის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება tzd.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს.

2.3. პროდუქციის შეკვეთის განთავსება: რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი ვებ გვერდზე ირჩევს პროდუქტს და ამატებს მას კალათაში.

2.4. ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი ავსებს დამატებით ინფორმაციას: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, ირჩევს მიტანის და გადახდის მეთოდებს.

3. მომხმარებლის მიერ შეკვეთის განთავსება

3.1. ავტორიზაციის შემდეგ ვებ-გვერდი შესაძლებლობას აძლევს განათავსოს შეკვეთა. შეკვეთისთვის აუცილებელია პროდუქციის არჩევა, ოდენობის მითითება, კალათაში დამატება და შეკვეთის განთავსების ინსტრუქციის გათვალისწინება.

3.2. შეკვეთის განთავსებამდე გამოჩნდება შეკვეთის სრული ღირებულება, მათ შორის სხვადასხვა სერვისის ღირებულება (მაგ. მიწოდების საფასური).

3.3. პროდუქციის მიწოდებისა და დაბრუნების უფლება და პირობები განსაზღვრულია წინამდებარე წესებითა და პირობებით.

3.4. მომხმარებელი ადასტურებს, რომ მისამართის არასწორად მითითებით დამდგარ შედეგებზე თავად არის პასუხისმგებელი.

3.5. შეკვეთის გადაცემა უნდა განხორციელდეს მომხმარებლისთვის პირადად ან მის სახელზე მოქმედი მესამე პირისთვის.

3.6. მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი შემოწმება.

4. ანგარიშსწორების პირობები და თანხის უკან დაბრუნების წესი

4.1. ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით — VISA, MASTERCARD ან AMERICAN EXPRESS ბარათით.

საბანკო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის შპს „თ.ზ.დ.".

4.3. ხელშეკრულებიდან გასვლის/შეწყვეტის შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.

4.4. შეძენილი პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში, პროდუქციის ღირებულება აუნაზღაურდება დასაბრუნებლად გაცხადებული პროდუქციის tzd.ge-სთვის მიწოდებიდან არაუგვიანეს 14 დღის ვადაში.

5. მომხმარებლისთვის შეკვეთის მიწოდება

5.1. შეძენილი პროდუქციის მიწოდება განხორციელდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე. შეკვეთის მიმღები შეიძლება იყოს როგორც თავად მომხმარებელი, ასევე მის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.

5.2. იმ შემთხვევაში, თუ ამოიწურა პროდუქციის მარაგი ან ვერ ხერხდება შეკვეთის მიწოდება, tzd.ge უფლებას იტოვებს მომხმარებელთან შეთანხმებით ჩაანაცვლოს საქონელი ანალოგიური პროდუქციით ან გააუქმოს შეკვეთა.

5.3. tzd.ge-ზე ნაყიდი პროდუქციის მიწოდება განხორციელდება შეკვეთის განთავსებიდან 1–4 დღის ვადაში.

6. ნივთის უპირობოდ დაბრუნების პოლიტიკა

6.1. მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

6.2. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელს არ დაეკისრება ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა სტანდარტულზე უფრო ძვირი მიწოდება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა გამოყენების შედეგად.

6.3. მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან გასვლას.

6.4. მომხმარებელი ვალდებულია გადაწყვეტილება საქონლის დაბრუნების შესახებ გაუგზავნოს ელექტრონული ფოსტით: companytzd@gmail.com, შეტყობინება უნდა შეიცავდეს: შეკვეთის თარიღი, მიღების თარიღი, მომხმარებლის სახელი, მისამართი და ხელმოწერა.

6.5. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინება უნდა გაიგზავნოს 14-დღიანი ვადის ამოწურვამდე.

6.6. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ საქონლის დაბრუნება უნდა განხორციელდეს 7 კალენდარული დღის ვადაში.

7. ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამომრიცხველი გარემოებები

მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს დაბრუნების უფლება, თუ:

ა) მიწოდებული საქონელი მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან პირად საჭიროებებზეა მორგებული.

ბ) მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს.

გ) მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა.

დ) მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს.

8. მომხმარებლის ზოგადი უფლებები

8.1. თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.

8.2. საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია.

8.3. საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება.

8.4. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის გაწევას.

8.5. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია, ან მოვაჭრემ გონივრულ ვადაში ვერ შეასრულა ვალდებულება.

8.6. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

9. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა

9.1. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს tzd.ge-ს პლატფორმის გამოყენება.

9.2. პლატფორმის გამოყენების შეწყვეტა ან ანგარიშის დეაქტივიზაცია არ იწვევს კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას. კონფიდენციალურობის პირობა მოქმედებს უვადოდ.

10. ფორს-მაჟორი

10.1. არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით, და ეს მოვლენები დაიწყო შეკვეთის განთავსების შემდეგ.

10.2. თუ ჩამოთვლილი გარემოებები მოქმედებს ვალდებულების შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.

11. დასკვნითი დებულებები

11.1. წინამდებარე დოკუმენტის რომელიმე პუნქტის ბათილობა გავლენას არ ახდენს სხვა პუნქტების მოქმედებაზე.

11.2. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ დოკუმენტით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ნორმებით.

11.3. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და კონფიდენციალურობის პირობები განთავსებულია ვებ-გვერდზე tzd.ge-ზე და წარმოადგენს წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს.

© 2026 Mark IV. All rights reserved.